ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თინათინ წიწილაშვილმა ბავშვებს ასო-ბგერები - „ა“ და „ი“ აუხსნა და არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა შესთავაზა. ბავშვებმა ასოების წერაც ისწავლეს და წიგნიერების სამყაროში მოგზაურობა ხალისით დაიწყეს.
პატარებისთვის საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად იქცა, რაც მათი სასწავლო მოტივაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
საზეიმო განწყობას შეუერთდნენ მოსწავლეთა მშობლებიც,
„მშობლებმა მასწავლებელსა და დამრიგებელს მხარი დაუჭირეს ბავშვები პატარა სიმბოლური ტორტით დაასაჩუქრეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო