ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით.
თითქმის ერთი თვეა რას სასწავლო პროცესი განახლდა საჯარო სკოლებში, დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი, ისეთივე შემართება აქვთ რაც 16 სექტემბერს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში აკადემიური წელი საზეიმოდ განახლდა, მოსწავლეებს კი, შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს, გაიმართა ღონისძიება, რომელშიც თითოეული საფეხურის მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.
სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რაც დადებითად აისახება მათ აქტიურობასა და სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
იხილეთ ფოტოები: