ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ
11-10-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას. 

ახლახან სკოლაში დამთავრდა პროექტი - „მწვანე კალენდარი“, რომელსაც ახორციელებდა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით. 

პროექტის ფარგლებში სკოლის კლუბ „ბიოტექნოს“, აქტიურმა მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის ბოლო აქტივობა „გარემოს დაცვა“- დასუფთავების აქცია და ამით შეუერთდნენ,  20 სექტემბერს მსოფლიო დასფთავების დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კამპანიას. 

ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები: „ნარჩენების მართვა“, „დედამიწა ჩვენი სახლია“, „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“, და სასკოლო სივრცეში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარუდგინეს. 

ეკოკლუბის ლიდერმა მოსწავლებმა, 20 სექტემბერს, დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია, ვარდისუბნის ეკლესიის ტერიტორია და სკოლის მიმდებარე ქუჩები. 

LetsdoitGeorgia - საქართველოს ორგანიზაციამ აქტივობის მონაწილეებს გადასცა ინვენტარი, ხელთათმანები, პოლიეთინელის პარკები და მაისურები. 

სკოლაში მადლობას უხდიან მუნიციპალიტეტის მერს ჯონდო მდივნიშვილს. მისი მხარდაჭერით, დასუფთავების სამსახურმა შეგროვილი ნარჩენები გაიტანა.

განსაკუთრებული მადლობას უხდიან დირექტორს - თამარ კაპანაძეს, რომ მთელი დღე , აქტივობის განხორციელების პროცესში გვერდში ედგა სასკოლო საზოგადოებას და დამატებით საჭირო ნივთებიც მიაშველა. 

ასევე მადლობას უხდიან სკოლაში კლუბის ლიდერ მოსწავლეებს: „დიახ, გარემოსდაცვა და ეკოლოგია პრიორიტეტია ჩვენი კლუბისათვის „ერთად ვიზრუნოთ სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203