ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას - იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სწორედ ამ მოტივითა და დიდი შემართებით, ერკეთის საჯარო სკოლის ნორჩი სპორტსმენები განაგრძობენ ამხანაგურ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან.
ამჯერად, სპორტსმენები შუა ამაღლების საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოინახულეს უკვე დამეგობრებული თანატოლები, შეეჯიბრნენ ერთმანეთს ფეხბურთში, თამაშები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის გაიმართა.
„მეგობრობა გრძელდება. სკოლა მზად არის ახალი მეგობრობის შესაძენად“, - ამ გზავნილით კი, სკოლა სხვა, თანამოაზრე სკოლებს იწვევს.
იხილეთ ფოტოები: