მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას.
რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლა? - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა ამის ნათელ მაგალითად ნამდვილად გამოდგება.
„ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა - უსაფრთხო სასწავლო გარემო სკოლის წარმატებული და ნაყოფიერი ფუნქციონირების საფუძველია!“, - სწორედ ამ მოტივით, სკოლაში უპირველესად მოსწავლის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
მოსწავლის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, სკოლაში არსებობს ექიმის კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია მედიკამენტებით და სამედიცინო ინვენტარით.
სკოლის ექიმი ქეთევან სანიკიძე გვიყვება, სკოლაში არსებულ რეალობაზე, მის სამუშაო დღეზე და იმ მთავარ მისიაზე, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს:
„ჩემი სამუშაო დღე იწყება საკლასო ოთახების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებით, ხორციელდება დეზინფექცია ყველა იმ ზედაპირის, რომელთანაც შეხება უწევს მოსწავლეებს ეტაპობრივად ხდება ყველა კლასში მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც გულისხმობს ფიზიკური მონაცემების -ტანდეგობის შემოწმებას, მხედველობის დარღვევის გამოვლენას. ასევე, ხდება რეკომენდაციები იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადების პრევენციის შესახებ.
დღეს მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში გონებრივი შრომა უფრო სჭარბობს ფიზიკურს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენისას ინფორმაციას ვაწვდი პედაგოგს და მშობელს. ბავშვები ინფორმირებული არიან თუ, რა არის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვსაუბრობთ სწორ კვებაზე, პირად ჰიგიენაზე და ფიზიკურ აქტივობაზე.
თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია უსაფრთხოების ინფორმაციები-პროტოკოლი.
სკოლაში, ფუნქციონირებს ბუფეტი-კვებითი მომსახურეობა, ამასთან დაკავშირებით ხდება აგრეთვე რეკომენდაციები თუ როგორი საკვების მიღება შეიძლება.
სკოლაში მუშაობს მანდატურის სამსახური, გარეშე პირთა შემოსვლის პროცესი,შენობა და ტერიტორია კონტროლდება ვიდეო თვალით. სკოლა მარაგდება უწყვეტი ელექტრო ენერგიით და გათბობით, ასევე აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით“.
იხილეთ ფოტოები: