ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემეცნებითი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ამ მიზნით, კი მათ წახალისებას აქტიურად შეუერთდნენ საინტერესო სამეცნიერო ინიციატივებს.
„ექსპერიმენტული სამუშაოები ააქტიურებს მოსწავლეთა შემეცნებით და შემოქმედებით აზროვნებას, აღძრავს ცნობისმოყვარეობას, რაც საშუალებას გვაძლევს მოსწავლეები ჩავრთოთ კვლევით სამუშაოებში“, - სწორედ ამ მოტით, მოსწავლეები სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდნენ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებულ სამეცნიერო ფესტივალში, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ესტუმრნენ ყველა კარავს, დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში.
იხილეთ ფოტოები: