წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში აფასებენ პედაგოგების ღვაწლსა და მათ წვლილს - განათლებული ახალგაზრდების აღზრდაში.
ცხადია, სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაივლიდა 5 ოქტომბერი - მასწავლებლის საერთაშორისო დღე.
სკოლაში მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა თემატური საღამო, სახელწოდებით - „მასწავლებლები და მოწაფეები“.
მეათე- მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები მსოფლიოში ცნობილ მასწავლებლებზე: კონფუცი, აინშტაინი, დედა ტერეზა, მონტესორი. ასევე ცნობილ მასწავლებლებსა და მათ მოწაფეებზე: სოკრატე და პლატონი; პლატონი და არისტოტელე; არისტოტელე და ალექსანდრე მაკედონელი; გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი; სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე; ენ სალივანი და ჰელენ კელერი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო იყო ცნობილი ქართველი პედაგოგების ცხოვრების გზის გაცნობა.
შევედრა მიმდინარეობდა კითხვა - პასუხის რეჟიმში და მას მასწავლებლები: მთვარისა ფიფია - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და არჩილ ფიფია - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ხელმძრვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: