ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, წესების სრული დაცვითა და სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობით გაიმართა.
არჩევნები სკოლაში 9 ოქტომბერს ჩატარდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი და მისი მთავარი მისია - დაიცვას მოსწავლეთა ინტერესები და მათი უფლებები.
სწორედ ასე, სრულიად დემოკრატიულ გარემოში, სასკოლო საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობით, ხმათა უმრავლესობით მოსწავლეთა თვითმართველობა შეირჩა.
სკოლაში შერჩეულ მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: