ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია პედაგოგ ინგა მეტონიძის მე-2 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილი.
მე-2 კლასში წარმატებით განხორციელდა ფსიქოლოგიური თამაში „ექვსი ქუდის“ მეთოდის გამოყენებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქუდი განსაზღვრული ფერებით ნიშნავს აზროვნების ცალკეულ რეჟიმს. მისი მიზანმიმართულად გამოყენებით პედაგოგმა, მოსწავლეზე ორიენტირებული შემეცნებით-გასართობი თამაშით შეძლო, თითოეულში შემოქმედებითი პოტენციალის სრული ძალით ამოქმედება.
იხილეთ ფოტოები: