ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, პედაგოგ ინგა ხაჟომიას სადამრიგებლო - XIIგ კლასის მოსწავლე - მარიამ ნაზარენკო და პედაგოგ გულისა ხუსკივაძის სადამრიგებლო - მე-11გ კლასის მოსწავლე - პავლე დავითულიანი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და Regional youth hub-ის ორგანიზებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია - „ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. მისი მიზანი ახალგაზრდების, როგორც ქვეყნის მთავარი ბირთვისა და მდგრადი განვითარების გარანტის ხელშეწყობა და საზოგადოებისათვის სასარგებლო მოქალაქეების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა გახლდათ.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ქართველი სპიკერები, ასევე, ამერიკისა და კანადის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ლიდერობის მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე გლობალურ სამყაროში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: