ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში Pascal STEAM Community-ის ტრენერებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარეს. საინტერესო შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა პატარებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
„რობოტიკა და პროგრამირება სწრაფად ხდება საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია ტექნიკური საგნების სწავლებასთან. ფიზიკისა და მათემატიკის ძირითადი ცოდნისა და გამოცდილების ვიზუალიზაცია სწორედ რომ LEGO და რობოტებით არის შესაძლებელი. რობოტიკა ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებით აზროვნების, სიტუაციების ანალიზის და კრიტიკული აზროვნების გამოყენებას ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, კონკურსებში მონაწილეობა და კონკურენცია - აძლევთ მათ გამოცდილებას. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, შეცდომების დაშვებითა და გამოსწორებით - მოსწავლეები პოულობენ სწორ გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნეს შეხვედრაზე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: