გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
პედაგოგები განსაკუთრებულად იმ ბავშვების განწყობაზე ზრუნავენ, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წელს სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ დამრიგებელი - დარიკო ბოლქვაძე მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს სთავაზობს.
ამჯერად, პირველკლასელები ანბანს „შეეგებნენ“. მათ „ანბანეთში“ შეაბიჯეს, დედა ენა გადაშალეს და პირველი ასოები გამოწერეს.
პატარებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: