ლიხაურის საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალზე ღირსეულად წარდგა 
11-10-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში მონაწილეობდნენ. შედეგად, ლიხაურის საჯარო სკოლა ოცდაორი სკოლიდან, ექვს საუკეთესოში მოხვდა და პროექტის მთავარი სპონსორის -  CENN-ისგან საჩუქარს მიიღებს. 

როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე - დოდო დონაძე გვიყვება, სასკოლო საზოგადოება კონკურსის ფინალს მოუთმენლად ელოდა. 

„პრეზენტაცია მართლაც შთამბეჭდავი იყო და ანი ჭანიშვილმაც შესანიშნავად გაართვა თავი. მოვისმინეთ საოცრად კარგი სკოლების განხორციელებული შესანიშნავი პროექტები.

ამ პროექტში დევს მთელი სკოლის წარმატება, ყველა კლუბის, ყველა მასწავლებლის ძალისხმევა, ჩემი საყვარელი გოგოების - ანი ჭანიშვილის, სალომე გირკელიძის, მარიამ ხაბულიანის შრომა და რა თქმა უნდა, მარიამ გობრონიძის ნიჭიერება და მონდომება, რომელიც ამ სასწავლო წლიდან ისევ მოიკრეფს ძალას და საინტერესო იდეებით ჩაებმება კეცხოველის სასკოლო კონკურსში.

მადლობას გიხდით ყველას! თქვენ გვერდით მიგულეთ მუდამ. მთხოვეთ, დამავალეთ! არ მომეშვათ, სანამ არ დაგეხმარებით! ახალ წარმატებებს გისურვებთ“,- წერს დოდო დონაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203