სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა შეჯიბრებასა და ოლიმპიადაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, მოსწავლეები გოდერძის უღელტეხილზე გამართულ მარათონს შეუერთდნენ, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა შეჯიბრებები. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საპრიზო ადგილზეც გავიდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ახალგაზრდებს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: