იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, სადაც ახალგაზრდებს სწავლისთვის ყველა შესაფერისი პირობა აქვთ შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის ტრადიციადქცეული დღესასწაულის მოწყობას აგრძელებს. სკოლაში წელს მეორედ გაიცა სახელობითი სტიპენდიები.
სახელობითი სტიპენდია ამავე სკოლის ათმა მოსწვალემ მიიღო, ხოლო სამ კურსდამთავრებულს ბაკალავრიატის პირველი კურსი დაუფინანსდა. სასტიპენდიო პროგრამას საფუძველი პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, დიდი პედაგოგის - სილოვან ხუნდაძის შთამომავალმა ეკატერინე ასათიანმა ჩაუყარა.
აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დაფუძნებაში დიდია სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის და სკოლის პედაგოგის - მარინე რუსაძის წვლილი. კერძოდ, მარინე რუსაძემ თავად მოიძია ეკატერინე ასათიანი და თანამშრომლობაც შედგა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემომწირველების რიცხვი გაიზარდა და სახელობით სტიპენდიებს ეკატერინე ასათიანთან ერთად, აფინანსებენ: საქართველოს ბანკი, სკოლის დირექტორი - მურად ჯიშკარიანი და პიროვნება, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ასევე, აღსანიშნავია სკოლის პედაგოგების ერთი ჯგუფის - საბუნებისმეტყველო კათედრის წევრების ინიციატივა, თავად დააფინანსონ ერთი სტიპენდიატი.
დასახელდნენ გამარჯვებულები: სილოვან ხუნდაძის (3), იოსებ ოცხელის (2), გიორგი ახვლედიანის (2), დიმიტრი უზნაძის (2), ნიკო ჯაფარიძის (1) სახელობითი სტიპენდიატები. მათ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ.
სტიპენდიანტები შემდეგი მოსწავლეები არიან:
ასევე, დასახელდა „წლის მოსწავლე“. აღნიშნული სტატუსი ნინი კუხიანიძემ და ოთარ ლაღაძემ მოიპოვეს.
კონკურსში მონაწილე შემდეგი მოსწავლეები კი ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ:
გამარჯვებულები დაასახელეს მურად ჯიშკარიანმა, ზაზა ლომინაძემ, გია ბასილაძემ, დავით ერემეიშვილმა, მერაბ კეზევაძემ, მაია ცქიტიშვილმა, შალვა კირთაძემ, მაია კეზევაძემ.
„ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, ამაღელვებელი და სიხარულით სავსე დღე დაიწერა. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას, მასწავლებლებს კი მადლობას ვუხდით, დაუღალავი შრომისთვის. ვისურვებთ, რომ დღევანდელი დღე მოტივაცია ყოფილიყოს ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: