შრომის საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლის შესრულებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა
12-06-2018
ოზურგეთის, შრომის საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი - „ოცნება“ სოფელ გურიანთის კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა. 

საანგარიშო კონცერტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების, მოსწავლე -ახალგაზრდობის განყოფილებამ ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელების შესრულებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. 

ფოლკლორულ ანსამბლს ნინო ჩხაიძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203