საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეების წარმატებული მომავლისა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
მიმდინარე სასწავლო წლის 9 ოქტომბერს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე მოსწავლეთა თვითმმართველობის ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა, რომლებიც კლასების მიხედვით ჩატარებულ არჩევნებში გამოვლინდნენ.
პირველი შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დირექტორმა თვითმმართველობის წევრებს მათი უფლება-მოვალეობანი გააცნო და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირაში თვითმმართველობის ხელმძღვანელი აირჩევა. მუშაობის უკეთ წარმმართვისათვის კი, მოსწავლეებს სამუშაო სივრცე და პერსონალური კომპიუტერი გამოეყოფათ.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის წევრად, ყველა კლასიდან (VII - XII) შემდეგი 2 მოსწავლეა (ერთი გოგონა და ერთი ვაჟი) არჩეული:
1. წმიდა სოლომონ მეორის სახელობის VIIა კლასიდან: ავთანდილ ხატელაშვილი, ბარბარე ხვიბლიანი (კლასის დამრიგებელი იოსებ აფაქიძე);
2. წმიდა ნიკოლოზის სახელობის VIIბ კლასიდან: ზურაბ სულთანიშვილი, ნინო მარიამიძე, (დამრიგებელი შორენა ოქრიაშვილი);
3. წმიდა გიორგის სახელობის VIII კლასიდან: ალექსანდრე გაბუნია, ანასტასია გოგინაშვილი (დამრიგებელი მზიური კოჩალიძე);
4. წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის IX კლასიდან: ჯანო ნაჭყებია, სალომე გოგილავა (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი);
5. წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის Xა კლასიდან: საბა ბალახაძე, თეა კოჩალიძე (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი);
6. წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის Xბ კლასიდან: დავით ჩხაიძე, ხატია აბრამიშვილი (დამრიგებელი მაყვალა ანთაძე);
7. წმიდა შუშანიკის სახელობის XIა კლასიდან: ირაკლი ბაბუცაშვილი, ეკატერინე გორგაძე (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი);
8. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის XIბ კლასიდან: ცოტნე გაბუნია, მარიამ კუჭაშვილი (დამრიგებელი თეონა მოდებაძე);
9. წმიდა ამბროსი აღმსარებელის სახელობის XII კლასიდან: ნიკოლოზ ყარაულაშვილი, ნატალი ცხოვრებაძე.
შეხვედრას დირექტორის მოადგილეები: სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი იოსებ აფაქიძე ესწრებოდნენ.
„წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ ახლადარჩეულ მოსწავლეთა თვითმმართველობას“,- ამბობენ სკოლა-გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: