ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მათ მოტივაციასა და განწყობაზე ზრუნავენ.
სწორედ ამის დასტურია ის, რომ 2024-2025 სასწავლო წელი სკოლაში დიდი ჟრიამულითა და ხალისით დაიწყო. მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულით პირველკლასელებს შეეგებნენ. მათ კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
იხილეთ ფოტოები: