ორლოვკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
11-10-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანეთის“ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს. 

მათ ეს მნიშვნელოვანი დღე მასწავლებელმა დაუვიწყარ ზეიმად უქცია. მან პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზა, პირველი ასო-ბგერები აუხსნა, ზოგადად, ანბანის დანიშნულებაზე ესაუბრა და დღე გაულამაზა. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203