ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში მეგობრული და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგთა შრომასა და ამაგს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ხედავს და აფასებს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ჩაერთნენ, რითაც პედაგოგებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: