საინტერესო სტატია ინ­ტ­ერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შესახებ და მასშტაბური პროექტი, რომელმაც ქობულეთის N2 სკოლის საზოგადოება გააერთიანა
11-10-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ქეთევან შანიძემ საინტერესო პროექტზე იმუშავა, რომელიც ინ­ტ­ერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დანერგვაზე იყო ორიენტირებული, სწორედ ამ მოტივით დაწერა საინტერესო სტატიაც, სახელწოდებით - „ინ­ტერ­კულ­ტუ­რა­ლიზ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში“, რომელსაც სკოლა დიდი სიამოვნებით გვიზიარებს. 

აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში, სხვდასხვა ეთნოსის მოსწავლე სწავლობს, მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ცხადია სკოლაში ტოლერანტული გარემოა შექმნილი, სადაც ყველა მოსწავლის ინტეგრირებაზე ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ სკოლის ხელმძღვანელის - ნანი თივაძის ინიციატივა, განხორციელებულიყო პროექტი, რომელშიც თანაბრად ჩაერთვებოდა ყველა ეროვნების მოსწავლე. აღნიშნულ პროექტს კი სათავეში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  ქეთევან შანიძე ჩაუდგა, რომელიც სიღრმისერულად გაეცნო ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი განათლების მნიშვნელობას. 

რას ემსახურებოდა აღნიშნული პროექტი? რა იდეა დაედო საფუძვლად სტატიას და რამდენად წარმატებით განხორციელდა მასშტაბური ინიციატივა სკოლაში? - ამაზე თავად პედაგოგი გვიყვება: 

„მრავალენოვანი სკოლა გვაქვს, არსებობს მეორე სექტორიც, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ, განსაკუთრებით უკრაინასთან ომის შემდეგ, დიდი შემოდინება იყო უკრაინელი, რუსი, ბელორუსი, ყაზახი, ყირგიზი, ბაშკირი ბავშვებისა... დირექტორმა, ნანი თივაძემ, წამოგვიყენა ინიციატივა: გავაკეთოთ სასკოლო პროექტი, სადაც მონაწილეობას შეძლებს ყველა ეროვნების ბავშვი. სანამ პროექტის ჯერ დაგეგმვასა და შემდეგ განხორციელებას დავიწყებდი, უნდა შემესწავლა ინტერკულტურა - როცა გავეცანი მის იდეას,  სტატიებს და სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებს, იქ მივაკვლიე იუნესკოს მიერ ჩამოყალიბებულ ზოგად პრონციპებს, განსაკუთრებით დამაინტერესა ამ მიმართულებით კურიკულუმში ცვლილებებმა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, კოლექტივთან, სხვადასხვა კათედრასთან გვქონდა შეხვედრები, სადაც ვმსჯელობდით და ვგეგმავდით, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ მიმართულებით. საბოლოოდ, დაიგეგმა პროექტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობდა ყველა კათედრა, ყველა საფეხურის მოსწავლე, არაქართველი ბავშვებიც... ეს პროექტი მოიცავდა მრავალეროვანი მოსწავლეების მიერ თავიანთი ქვეყნის წარმოჩენას, მათი კულტურის, სიმღერის, ცეკვის თუ სხვა ეროვნული მახასიათებლებისა... პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა პოსტერები დაამზადეს, ვიდეოები ჩაწერეს, გაეცნენ სხვადსხა ერის კულტურას, თავისი სამშობლო კი, შთამბეჭდავად წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.

1 ივნისს მოვაწყვეთ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, შემდეგ მოსწავლეთა და მასასწავლებელთა კონფერენცია, სადაც მათ თავიანთი გამოცდილება გააზიარეს, ბოლოს კი, გავმართეთ გალაკონცერტი, სადაც თითოეულმა ბავშვა თავისი ქვეყნის ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს“, - გვიყვება პედაგოგი. 

გიზიარებთ პედაგოგის სტატიას უცვლელად: 

გა­ნათ­ლე­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლოს, სო­ცი­ა­ლუ­რი ერ­თო­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად, მდგრა­დი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში; სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით წა­ა­ხა­ლი­სოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის რწმე­ნი­სა და რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ტერ­მი­ნი – „ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი“ აღ­ნიშ­ნავს არა მხო­ლოდ ეთ­ნი­კურ და ეროვ­ნულ კულ­ტუ­რულ ელე­მენ­ტებს, არა­მედ ლინ­გ­ვის­ტურ, რე­ლი­გი­ურ და სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს.

არ­სე­ბობს ორი მიდ­გო­მა: მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა – კულ­ტუ­რა­თა აღი­ა­რე­ბა და მათ­და­მი ტო­ლე­რან­ტო­ბა; ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა – მულ­ტი­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბა­დი და მდგრა­დი თა­ნაცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ ჯგუ­ფებს შო­რის.

ინ­ტ­ერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ, ენობ­რივ და ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან, ჰქონ­დეთ სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის თა­ნა­ბა­რი შან­სი.

ინ­ტერ­კულ­ტუ­რა­ლიზ­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რე­გუ­ლირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით:

•1995 წლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია;
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სი;
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი „დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მოფხ­ვ­რის შე­სა­ხებ“;
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი „სიტყ­ვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“;
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი „კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ“;
• შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცია;
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“;
• ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი (დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ 2004 წელს);
• სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ;
• ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა (დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია 2011 წელს);
• ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა (დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია 2016 წელს);
• მას­წავ­ლე­ბელ­თა ეთი­კის კო­დექ­სი;
• სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ეთი­კის კო­დექ­სი;
• მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი.

ინ­ტერ­კულ­ტუ­რა­ლიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რი­გი

• „საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ევ­რო­პუ­ლი ჩარ­ჩო“;
• „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცია“;
• იუნეს­კოს 2005 წლის კონ­ვენ­ცია „კულ­ტუ­რუ­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვა და ხელ­შეწყო­ბა“;
• ოს­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ენობ­რივ უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში?

რას ეფუძ­ნე­ბა ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში? ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი სწავ­ლე­ბის 4 ინ­ტე­რაქ­ტი­ურ გან­ზო­მი­ლე­ბას/ბენ­ტის მი­ხედ­ვით/:

1. თა­ნას­წო­რო­ბის პე­და­გო­გი­კა;

2. კუ­რი­კუ­ლუ­მის რე­ფორ­მა;
3. ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია;
4. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა.

ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნია კუ­რი­კუ­ლუ­მის გარ­დაქ­მ­ნა ისე, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­გონ რო­გორ იქ­მ­ნე­ბა ცოდ­ნა და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ამ პრო­ცეს­ზე მი­სი შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბის პი­როვ­ნუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, გენ­დე­რუ­ლი და სხვა სა­ხის გა­მოც­დი­ლე­ბა.

ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია იუნეს­კოს მი­ერ, მათ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა.

√ მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა – კულ­ტუ­რა­თა აღი­ა­რე­ბა და მათ­და­მი ტო­ლე­რან­ტო­ბა;

√ ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა – მულ­ტი­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბა­დი და მდგრა­დი თა­ნაცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ ჯგუ­ფებს შო­რის. ესაა სკო­ლის ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი.

მოს­წავ­ლე­ებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შე­დე­გად, გა­მო­იკ­ვე­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ერ­თ­მა­ნე­თის პრობ­ლე­მე­ბი­დან შორს დგო­მა, გულ­გ­რი­ლო­ბა, ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნე, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ სას­კო­ლო საგ­ნებ­ზე არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლი და ნაკ­ლე­ბად ერ­თ­ვე­ბი­ან არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. მათ­თ­ვის მთა­ვა­რია აკა­დე­მი­უ­რი მოს­წე­ბა (ჩვე­ნი სკო­ლა გა­მო­ირ­ჩე­ვა გრან­ტის მფლო­ბელ მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით). ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ისი­ნი თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მრა­ვალ­მ­ხ­რივ გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რომ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქამ, სი­კე­თეს­თან ერ­თად, ბევ­რი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა ბავ­შ­ვებს. წი­ნა სა­უ­კუ­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ფილ­მე­ბი, იოლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და, თუმ­ცა შე­ვე­ჯა­ხეთ კომ­პ­ლექ­სურ პრობ­ლე­მებს: მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა, ინ­ტერ­ნეტ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი გახ­და გა­რე სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ; და­კარ­გა ემ­პა­თი­ის, თა­ნად­გო­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი. არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა ე.წ. პან­დე­მი­ამ, რა­მაც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა მოგ­ვი­ტა­ნა.

დღე­ვან­დელ­მა რთულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბამ, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­მა, ჩვენს სკო­ლა­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, ლტოლ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა და­იწყო არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნი­დან, არა­მედ მო­დი­ან ბე­ლო­რუ­სი, ყა­ზა­ხი, რუ­სი ეროვ­ნე­ბის მო­ზარ­დე­ბი. შე­იქ­მ­ნა გა­უცხო­ე­ბის პრობ­ლე­მა, დგას აგ­რე­სი­ის სა­შიშ­რო­ე­ბა რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მი­მართ. თუ ეს პრობ­ლე­მა არ გა­და­იჭ­რე­ბა, ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა არა მარ­ტო სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას, არა­მედ ბავ­შ­ვ­თა სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს, ურ­თი­ერ­თო­ბებს მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს შო­რის, პრობ­ლე­მა ექ­მ­ნე­ბათ სხვა ეროვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­საც, რად­გა­ნაც თავს იჩენს და­პი­რის­პი­რე­ბა ეროვ­ნულ ნი­ა­დაგ­ზე.

პრო­ექ­ტი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ზო­გად პრინ­ცი­პებს, რო­მე­ლიც იუნეს­კოს მი­ერ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი:

I პრინ­ცი­პი. ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა პა­ტივს სცემს მოს­წავ­ლის კულ­ტუ­რულ იდენ­ტო­ბას, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის კულ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით შე­სატყ­ვი­სი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. ეს პრინ­ცი­პი შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ულ იქ­ნეს:

ა) ისე­თი კუ­რი­კუ­ლუ­მი­სა და სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც:

• ეფუძ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რივ სის­ტე­მას;
• აერ­თი­ა­ნებს მათ ის­ტო­რი­ას, ცოდ­ნას და ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მებს და შემ­დ­გომ – სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ მის­წ­რა­ფე­ბებს;
• აზი­ა­რებს მოს­წავ­ლე­ებს მა­თი­ვე კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ცოდ­ნა­სა და და­ფა­სე­ბას;
• მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­თა კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის, ენი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის გან­ვი­თა­რე­ბას;
• იყე­ნებს ად­გი­ლობ­რივ რე­სურ­სებს.

ბ) სწავ­ლე­ბის ისე­თი მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით, რო­მე­ლიც:

•კულ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით შე­სატყ­ვი­სია, მა­გა­ლი­თად, ტრა­დი­ცი­უ­ლი პე­და­გო­გი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­თა და მე­დი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა მოთხ­რო­ბე­ბის წე­რა, დრა­მა, პო­ე­ზია და სიმ­ღე­რა;
• ეფუძ­ნე­ბა სწავ­ლის პრაქ­ტი­კულ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და კონ­ტექ­ს­ტურ მე­თო­დებს, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს: კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით აქ­ტი­ვო­ბებს, ექ­ს­კურ­სი­ებს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის მიზ­ნით და პრო­დუქ­ტი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ და ეკო­ნო­მი­კურ მოთხოვ­ნი­ლე­ბებს.

გ) კულ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით შე­სატყ­ვი­სი შე­ფა­სე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით.

დ) სწავ­ლე­ბის ენის შერ­ჩე­ვით, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, მო­ი­ცავს მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლი­ურ ენას.

ე) მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გით, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია:

• გა­აც­ნოს მას­წავ­ლე­ბელს მი­სი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა;
• გა­აც­ნოს მას­წავ­ლე­ბელს სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და კონ­ტექ­ს­ტუ­რი მე­თო­დე­ბი;
• აამაღ­ლოს ცნო­ბი­ე­რე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ;
• გა­ნუ­ვი­თა­როს სას­წავ­ლო ში­ნა­არ­სის, მე­თო­დე­ბი­სა და მა­სა­ლის ადაპ­ტი­რე­ბის უნა­რი, უმ­რავ­ლე­სო­ბის კულ­ტუ­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფე­ბის კულ­ტუ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;
• და­არ­წ­მუ­ნოს, გა­მო­ი­ყე­ნოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­წავ­ლე­თათ­ვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს ხელ­შეწყო­ბა, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, მა­გა­ლი­თად, კვე­ბის რა­ცი­ო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით; ჩაც­მის სტი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მით და ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფით რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბის­თ­ვის. სკო­ლა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და მოს­წავ­ლე­თა და/ან მა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში შემ­დე­გი გზე­ბით:
• სკო­ლის, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ცენ­ტ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბით;
• ტრა­დი­ცი­უ­ლი რეწ­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;
• მოს­წავ­ლის, რო­გორც კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბის, რო­ლის აღი­ა­რე­ბა;
• სას­წავ­ლო ში­ნა­არ­სი­სა და მე­თო­დე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შე­მუ­შა­ვე­ბა, რე­გი­ო­ნე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
• სკო­ლის მარ­თ­ვა­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­სა და კონ­ტ­როლ­ში, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და კუ­რი­კუ­ლუ­მი­სა და სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა, მას­წავ­ლე­ბელ­თა, მშო­ბელ­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­თა (მათ შო­რის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რ­თა) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

II პრინ­ცი­პი. ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უზ­რუნ­ველ­ყოფს კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ იმ ცოდ­ნით, უნა­რე­ბი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი და სრულ­ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის. ეს პრინ­ცი­პი შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ულ იქ­ნეს: გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, შე­სა­ბა­მი­სად:

• მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა კულ­ტუ­რუ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა ფორ­მი­სად­მი თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით;
• გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის გა­მო­რიცხ­ვით;
• სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გო­მი სწავ­ლე­ბი­სა და ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით;
• ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც გა­ა­მარ­ტი­ვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ჯგუ­ფე­ბის (რო­გო­რი­ცაა მიგ­რან­ტი მუ­შე­ბის ბავ­შ­ვე­ბი) ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში;
• სწავ­ლის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით;
•არა­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი, უსაფ­რ­თხო და მშვი­დო­ბი­ა­ნი სას­წავ­ლო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფით;
• სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის, რო­ცა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ზღუ­დავს მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ნაბ­რად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში; კუ­რი­კუ­ლუ­მი­სა და სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც:
• აწ­ვ­დის უმ­რავ­ლე­სო­ბა­თა ჯგუ­ფებს ცოდ­ნას არ­სე­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ის­ტო­რი­ის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, ენი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ;
• აწ­ვ­დის უმ­ცი­რე­სო­ბებს ცოდ­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­გორც ერ­თი მთლი­ა­ნის შე­სა­ხებ;
• მიზ­ნად ისა­ხავს, ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, კულ­ტუ­რუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის შე­სა­ხებ ცრურ­წ­მე­ნე­ბის და­მარ­ცხე­ბას;
• რთავს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ სის­ტე­მას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან ცოდ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ით;
• ქმნის გა­რე­მოს კითხ­ვის, წე­რის და ზე­პი­რი სიტყ­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აღ­ქ­მის­თ­ვის, რაც მო­ქა­ლა­ქეს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის, საცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბის, სა­კუ­თა­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. სწავ­ლე­ბის შე­სა­ფე­რი­სი მე­თო­დე­ბით, რომ­ლე­ბიც:
• ხელს უწყობს მოს­წავ­ლის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­გან­მან­თ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში;
• აერ­თი­ა­ნებს ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ, ტრა­დი­ცი­ულ და თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს;
• ხელს უწყობს აქ­ტი­ურ სას­წავ­ლო გა­რე­მოს, მა­გა­ლი­თად, კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რა­თა და­იძ­ლი­ოს მხო­ლოდ წიგ­ნის­მი­ე­რი ცოდ­ნა, მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და და შე­ი­ძი­ნონ ისე­თი კულ­ტუ­რუ­ლი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა სხვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და კო­ო­პე­რა­ცი­ის უნა­რი. სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბის, მათ შო­რის ცოდ­ნის, უნა­რე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მკა­ფიო გან­საზღ­ვ­რა და ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა.

III პრინ­ცი­პი. ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ცოდ­ნით, უნა­რე­ბი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ინ­დი­ვი­დებს, ეთ­ნი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ და რე­ლი­გი­ურ ჯგუ­ფებ­სა და ერებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მის, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა­სა და სო­ლი­და­რო­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ. ეს პრინ­ცი­პი შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ულ იქ­ნეს ისე­თი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც ხელს უწყობს:

• კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, მი­სი და­დე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბას და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას;
• რა­სიზ­მი­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის გა­აზ­რე­ბას;
• კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნას სხვა­დას­ხ­ვა (ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ენე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბა და და სხვა) საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბით;
• ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის, მა­თი კულ­ტუ­რის, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის, მათ შო­რის, ქვეყ­ნის ში­და ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რე­ბი­სა და სხვა ერე­ბის კულ­ტუ­რე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას;
• ადა­მი­ა­ნებ­სა და ერებს შო­რის მზარ­დი გლო­ბა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას;
• არა მარ­ტო უფ­ლე­ბე­ბის, არა­მედ ინ­დი­ვი­დებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­სა და ერებ­ზე ერ­თ­მა­ნე­თის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას;
• სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის გა­გე­ბას;
• სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და პრობ­ლე­მის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბას, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვის ცოდ­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბი­სა და გა­და­ხედ­ვის უნარს;
• აზ­როვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მას. სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც:
• სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და წვლილს შე­სა­ბა­მი­სი ღირ­სე­ბით, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­თა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით წარ­მო­ა­ჩენს;
• უზ­რუნ­ველ­ყოფს ეგა­ლი­ტა­რულ (თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ) კონ­ტექსტს სწავ­ლე­ბის­თ­ვის;
• შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნას­წავლ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს;
• უზ­რუნ­ველ­ყოფს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ პრო­ექ­ტებს;
• კულ­ტუ­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის მიღ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და სხვებ­თან გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის უნა­რე­ბის შე­ძე­ნა:
• სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­სა ან კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს მოს­წავ­ლე­თა, სტუ­დენ­ტ­თა, მას­წავ­ლე­ბელ­თა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სხვა მუ­შაკ­თა შო­რის უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი­თა და რე­გუ­ლა­რუ­ლი გაც­ვ­ლით;
• სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის მიზ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის უწყე­ბე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით;
• ერ­თი და იმა­ვე მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად მო­მუ­შა­ვე მოს­წავ­ლე­თა, სტუ­დენ­ტ­თა და მკვლე­ვარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის შექ­მ­ნით;
• კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის უნა­რე­ბის შე­ძე­ნით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203