ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ახლახან, სპორტული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესითა ჩაერთო. მათ იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ჯანსაღო ცხოვრების წესის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: