ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
23-29 სექტემბერს, სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეული აღინიშნა. შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთსა და მინი ფეხბურთში. მონაწილეობდნენ როგორც საბაზო-საშუალო, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დიდი შემართებით, ხალისით იასპარეზეს და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: