ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
სკოლის მოსწავლეებმა, ახლახან (ხელმძღვანელი, პედაგოგი ხ. მეტონიძე და ი.ნენემსწვერიძე) მოაწყვეს სასკოლო ექსკურსია, სამეგრელოს მიმართულებით.
ესტუმრნენ ქ.ზუგდიდში დადიანების სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს, დადიანებისა და მიურატების საზაფხულო რეზიდენციას, სოფ ჭკადუაში. შემდეგ მოინახულეს, საქართველოს ბუნების ძეგლი - მარტვილის კანიონი. მდინარე აბაშის მიერ კირქვული ქანებით აგებულ კანიონისებურად გაჭრილ ხეობაში ნავებითა და ზიპლაინით გაისეირნეს.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ექსკურსიამ საინტერესო გარემოებაში ჩაიარა. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, საწვავით დაფინანსებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: