აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლის ეკოკლუბი „მართვე“, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024-ის კონკურსში მონაწილეობს.
წარმატებული საქმიანობითა და კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის, ეკოკლუბი იმერეთის რეგიონის ნახევარფინალისტების სიაშია.
სკოლაში მოსწავლეებს წინსავლასა და წამატებას უსურვებს, პედაგოგი ინგა ხეცაძე კი, მადლობას უხდის ორგანიზაციას საინტერესო პროექტისა და საჩუქრებისთვის.
იხილეთ ფოტოები: