თელავის N5 საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს მოსწავლის - ლუკა ჩაველაშვილის წარმატებას.
ლუკა მე-8 კლასის მოსწავლეა, რომელიც სწავლას იტალიის რაპალოს კალათბურთის აკადემიაში, სრული დაფინანსებით აგრძელებს.
ლუკას მიღწევა სკოლაში ახარებთ, დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი წარმატებასა და წინსვლას უსურვებს ლუკას, მის პროფესიულ კარიერაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მხარდაჭერასა და მათ ხელშეწყობას, იბრძოლონ მიზნებისთვის და შემართებით ისწრაფოდნენ წარმატებისკენ.
იხილეთ ფოტო: