ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, აქტიურად ერთვებიან საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ამჯერად, მოსწავლეები ნასას ჰაკათონს შეუერთდნენ და დაუვიწყარი გამოცდილება მიიღეს.
გუნდები 48 საათის განმავლობაში მუშაობდნენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შეექმნათ იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვსი ჰაკათონში მონაწილეობა ძალიან საინტერესო, ინფორმაციული, ეფექტირი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: