ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სათქვსმეტსექტემბრო მიღებაც.
სკოლაში დიდი ჟრიამული და ამაღლებული განწყობა იყო. სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მიმდინარე სასწავლო წელ სკოლის კარი ოთხმა პირველკლასელმა შეაღო. მათ სკოლის დირექტორმა - გიზო კაპანაძემ პირველი ნაბიჯები დაულოცა და კომპიუტერებიც გადასცა.
გარდა ამისა, დირექტორმა 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
იხილეთ ფოტოები: