ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი და განმავითარებელი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
სწორედ ამის დასტურია ის, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტში - „მე და ლიტერატურა“ მონაწილეობს. ახლახან, თემის - „ჩემი კუთხის მწერლები“ ფარგლებში, მოსწავლეებმა თავიანთი კუთხის ნაცნობ თუ უცნობ მწერლებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პროექტის კოორდინატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გალინა ღვინიაშვილი გახლავთ.
„მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ჩართულ სკოლებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, ნინი ფარასტაშვილს, საინტერესო პრეზენტაციის წარდგენისთვის. წარმატებებს ვუსრვებთ ნინის და პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: