თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველკლასელთა სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მათ წასახალისებლად მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ.
ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. საანბანო პერიოდის დაწყება პატარებს მასწავლებელმა ზეიმად უქცია. სახალისო და საინტერესო აქტივობების დახმარებით კი ბავშვებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს.
წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს, რაზეც პედაგოგი აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: