საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
15-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები  ლამაზი კალიგრაფიით წერას ახალისებენ და მოსწავლეთა ესთეტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართულ ენაში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

ამგვარი აქტივობა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ქართული დამწერლობა განსაკუთრებული და უნიკალურია.  

შიდასაკლასო კონკურსი მე-4  კლასის პედაგოგმა მარინა ტოხიშვილმა ჩაატარა.

მასწავლებელმა, მოსწავლეებს  დაწვრილებით აუხსნა აქტივობის  მიზანი, რომელიც შთაგონებულია  ქართული ანბანის სილამაზითა და ხელით წერის შენარჩუნება-განვითარების კულტურით. 

ქართულ ანბანზე ფოკუსირებით, მონაწილეებმა დაწერეს უკვდავი სტრიქონები დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან.

წერითი  ნამუშევრები შესრულდა საწერი კალმით.

სასკოლო ჟიურიმ, სკოლის დირექტორის - ლალი მელივას ხელმძღვანელობით, გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც ეკუთვნით:

  • გაბრიელ აბეწვაშვილს;
  • ნიკოლოზ ხარჩილავას;
  •  ნიკოლოზ ზამბახიძეს.

თანაკლასელებმა დიდი აღტაცებითა და სიყვარულით მიულოცეს გამარჯვებულებს საპრიზო ადგილების მოპოვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203