მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელი ლიზი წაქაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა 
11-10-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში, პატარა მხატვრის, მეცხრეკლასელი ლიზი წაქაძის პერსონალური გამოფენაა მოწყობილი. 

ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, ფერთა გამით მოხატული ტილოები და ნამუშევრებში ჩახსოვილი დიდი სიყვარული ხელოვნებისა - სწორედ ეს განცდა დარჩება მნახველს, მოსწავლის ნამუშევრების ყურებისას.

როგორია პატარა ფერმწერის თვალით დანახული სამყარო? - ლიზის ნამუშევრებით ნამდვილად ამაყობენს სკოლაში და ახარებთ, რომ ამ პატარა გოგონას, ამხელა შემოქმედებითი შესაძლებლობებები აქვს. 

„ხელოვნება საუბრობს იქ, სადაც სიტყვები ვერ ხსნის სათქმელს  და როდესაც სიყვარული ადამიანურ უნართან ერთად მუშაობს, შეგვიძლია სასწაულს ველოდოთ! დიახ, სასწაულს!  და ჩვენ ყველანი გავხდით  ამ სასწაულის თვითმხილველნი. გოგონამ, რომელიც ცით მოვლენილი ანგელოზია, სული შთაბერა უსულო საგნებსა და მოვლენებს, აამეტყველა ისინი, რითაც წუთიერად მოგვწყვიტა ყოველდღიურ ყოფას და არაამქვეყნიურ სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა მოგვცა. ის უდიდესი ნიჭია, რომელსაც ერთი ციცქნა, ფარფატა და ნატიფი სულის მქონე გოგონას- ლიზი წაქაძე  პიროვნებაში მოუყრია თავი.

ჩვენი სკოლის მოსწავლის ამ ნიჭის ზეიმს მთელი  სასკოლო საზოგადოება ერთობლივად  იზიარებს და აღნიშნავს. განსაკუთრებით კი, ლიზის ერთგული და გამორჩეული მეგობრები. სწორედ, მისი ერთ-ერთი თანაკლასელის, ლევან წაქაძის დამსახურებაა, რომ შეგვიძლია დავტკბეთ ამ არაჩვეულებრივ ფოტო-ვიდეო კოლოჟით. მადლობა ლევანს ამისთვის.

ლიზი წაქაძეს კი, არაერთ წარმატებას უსურვებს აკაკი წერეთლის სახელობის მეორესვირის პირველი საჯარო სკოლა - ჩვენ იქ ვართ და ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც ჩვენი მოსწავლეების წარმატების ხმას გავიგონებთ!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე, აფასებს მოსწავლის შემოქმედებას და მადლობას უხდის ლევან წაქაძეს, შთამბეჭდავი ვიდეომასალისთვის.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203