ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობა საინტერესო აქტივობებით გაიაზრეს
15-10-2024

რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში უცხოური ენების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ენების მრავალფეროვნება: ქართული, ინგლისური და რუსული“ წარმატებით ჩატარდა.

გაკვეთილს ესწრებოდნენ ინგლისურისა და რუსული ენის მასწავლებლები, ასევე სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები.

გაკვეთილზე მონაწილეებმა შეისწავლეს და განიხილეს სამი ენის - ქართულის, ინგლისურისა და რუსულის – ძირითადი სიტყვები და ფრაზები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სხვადასხვა აქტივობისა და თამაშის მეშვეობით მოსწავლეებმა განივითარეს ენობრივი და კომუნიკაციის უნარები.

„ენობრივი მრავალფეროვნების აღნიშვნა და შესწავლა მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა!“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნულ გაკვეთილს ინგლისური ენის პედაგოგი ესმა ანანიძე და რუსული ენის მასწავლებელი ნინელი ჯორბენაძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203