ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
სკოლის ერთ-ერთი ასეთი ღირსეული პედაგოგია მანანა კუპრაშვილი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის შრომა და სკოლისთვის გაწეული ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა - მას „წლის პედაგოგის“ სტატუსი მიენიჭა.
სასკოლო საზოგადოება პედაგოგით ამაყობს და მას ამ წარმატებას ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მიღწევები დაფასებულია. სასკოლო საზოგადოება მათ ყოველთვის მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: