ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექციისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
სკოლაში, აღნიშვნის გარეშე დასუფთავების მსოფლიო დღესაც არ ჩაუვლია. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ეზოს დასუფთავების პროცესში, სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. გასუფთავდა ეზოში მწვანე ნარგავები ზედმეტი ტოტებისგან.
სკოლის თანამშრომლებმა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სკოლის ეზოში ბალახი მოცელეს და ყვავილნარი მოაწესრიგეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას სწავლობენ.
ყოველი წლის სექტემბერში დასუფთავების მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება გლობალურია და მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეები ერთიანდებიან და წინასწარ შერჩეულ ადგილებს ნარჩენებისგან წმენდენ.
იხილეთ ფოტოები: