ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით.
სწორედ ასე, სკოლაში, საინტერესო ინიციატივა მიეძღვნა ქეთევანობას.
„ღვაწლმოსილი და სამების სანატრელი დედათა შორის, ახოანი დედოფალი და მოწამე, ყოვლად ქებული ქეთევან, ჭეშმარიტი შენ ხარ, ვითარცა ერთი რჯული გააათასე“, - თეიმურაზ I-ის ამ სიტყვებით აღნიშნეს ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე.
ბავშვებმა აღნიშნეს, რომ წელს წმინდა ქეთევან დედოფლის დაბადებიდან 450, მოწამეობრივი აღსრულებიდან კი 400 წელი შესრულდა.
„არამიწიერი სილამაზის, ზეადამიანური მოთმინების მქონე წმიდა მოწამე ქეთევან დედოფალი“, - ამ სიტყვებით გაიხსენეს მოსწავლეებმა ქეთევან დედოფალი, მათ მის ღვაწლზე კი პედაგოგებმა უამბეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს, ქეთევან დედოფალს მოსწავლეებმა სათუთად მიუძღვნეს გვირგვინები და სიყვარულის ბარათები, რომელიც 26 სექტემბერს, ქალაქის სკვერში, დამთვალიერებლის წინაშე გამოფინეს.
იხილეთ ფოტოები: