სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ნიადაგის შემადგენლობა საინტერესო ცდით შეამოწმეს
15-10-2024

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ბუნების გაკვეთილზე ჩაატარეს საინტერესო ცდა, მასწავლებლის ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო მასალა - „ნიადაგის შემადგენლობა“, გახლდათ.

მოსწავლეები დიდი გულისყურით აკვირდებოდნენ რომელი უფრო ადვილად გაატარებდა წყალს - ქვიშა თუ ნიადაგი.

პატარები დარწმუნდნენ, რომ ნიადაგი შეიცავს მარილებს, წყალს და მასში ბინადრობენ სხვადასხვა ორგანიზმები.

როგორც სკოლაში აფასებენ, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203