წყალტუბოს N1 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით წარიმართა
15-10-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 11 ოქტომბერს  მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

შეიქმნა საარჩევნო კომისიები, თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საბაზო და საშუალო საფეხურის თითქმის ყველა მოსწავლემ. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით. არჩევნების შედეგები გამოცხადდა სასწავლო დღის ბოლოს.

პირველი სამუშაო დღე თვითმმართველობის წევრებმა იმავე დღეს ჩაატარეს. თვითმმართველობის თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს  XI კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძე.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203