ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულში - „ჩხოროწყუობა-კოლხური შემოდგომა 2024“ მონაწილეობდა.
სკოლა დღესასწაულის აღსანიშნ ღონისძიებაზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყო თავისი კუთხით. გამოიფინა საინტერესო ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა-კოლხური შემოდგომა 2024“ 13 ოქტონბერს აღინიშნა.
ქალაქის ცენტრში დღის განმავლობაში მოწყობილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების, რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა.
იხილეთ ფოტოები: