„ეგზოტიკური ფრინველები“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“  მე-7 კლასელთა  საინტერესო გასვლითი პროექტ-გაკვეთილი
15-10-2024

კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული და მათში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, გაიმართა მე-7 კლასის გასვლითი პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ეგზოტიკური ფრინველები“, რომელიც ზესტაფონში, ანდრო ქათამაძის ოჯახში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლის ფრინველებისადმი სიყვარული და გატაცება ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს. უკვე 30 წელზე მეტია, ის თავის მეუღლესთან ერთად ანაშენიანებს და უვლის სხვადასხვა ჯიშის ულამაზეს და იშვიათ ფრინველებს. მისი ჰობი და მრავალწლიანი გამოცდილება მათ სახლს ნამდვილ პატარა ზოოპარკად ქმნის, სადაც მრავალი ეგზოტიკური ფრინველის ჯიშია თავმოყრილი.

სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, ენახა ფრინველთა მრავალი სახეობა: თეთრი და კობალტის ფარშევანგები, სირაქლემები, კოლხური, რუმინული და დეკორატიული თეთრი ხოხბები, კაკბები, კაროლინკას  ჯიშის კვატები. მრავალი სხვადასხვა ჯიშის თუთიყუში, ჩიტი - განუყრელი, იადონი და კარელები. კანადური ჯიშის ინდაურები. ქათმების მრავალი სახეობა, ციცრები და ულამაზესი მტრედები. ეგზოტიკური ფრინველები ოჯახმა ქალაქებიდან: გორიდან, მარტვილიდან, ბათუმიდან, ხონიდან, ქობულეთიდან, სენაკიდან, თბილისიდან და ქუთაისიდან მოაშენა.

აღნიშნულ ეგზოტიკურ ფრინველებზე მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე მოიძიეს და წარადგინეს საინტერესო ინფორმაციები, რაც მეტად შთამბეჭდავი იყო ფრინველთა გარემოცვაში.

როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეეებმა გაიუმჯობესეს  ცოდნის ენობრივი უნარები,  მიიღეს ინფორმაცია ეგზოტიკური ცხოველების შესახებ, რაც ხელს უწყობს ბუნებისადმი პატივისცემის გრძნობას, ფრინველთა მოვლის სპეციფიკის შესწავლას და ცოდნის გაღრმავებას.

„ფრინველები განსაკუთრებული ყურადღებით, მოწესრიგებულად და სიყვარულით იყვნენ მოვლილი, რაც განსაკუთრებულად იგრძნობოდა მთელი ვიზიტის განმავლობაში. ეს სითბო და გულისხმიერება ქმნიდა განსაკუთრებულ გარემოს და ფრინველებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა.

საოცარ სამყაროში ვიმოგზაურეთ  ანაბასისელებმა. დიასახლისის ციცო ორჯონიკიძის და ანდრო ქათამაძის პოზიტიურმა დახვედრამ, მიღებამ და იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებმა მართლაც შეუდარებელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ ჩვენთაგანზე. ამ დღემ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანი და გამორჩეულია სითბო, პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც ადამიანები გვიზიარებენ თავიანთ სახლებში სულიერი სიმდიდრით. ასეთი დღეები გვახსენებენ ურთიერთობის სიხარულს და ადამიანურ ფასეულობებს, რომლებიც ასე ძვირფასია ჩვენთვის“, - ასე აფასებენ სკოლაში, ვიზიტს, რომელიც მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

სკოლაში მადლობას უხდიან მასპინძლებს ასეთი გულითადი დახვედრისთვის

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203