თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის დაწყება აღნიშნეს.
„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს. აიღებს, გაშლის და, თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს უცებ სხვაგვარად დაინახავს...“ - სწორედ ამ საოცარ მოვლენას მიეძღვნა პირველ კლასში ჩატარებული ღონისძიება.
პედაგოგმა - მაია ჩომახაშვილმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვებს სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. პირველკლასელებმა პირველი ასობგერების შესწავლა ხალისითა და დიდი შემართებით დაიწყეს.
სკოლაში პედაგოგის პროფესიონალიზმი და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
„დიდი მადლობა კლასის ხელმძღვანელს - მაია ჩომახაშვილს და მოსწავლეებს აქტიურობისათვის, წარმატებები და წინსვლა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: