ზოვრეთის საჯარო სკოლაში ინოვაციური და შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება
12-06-2018
ზოვრეთის საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილები ინტენსიურად ტარდება.
გაკვეთილი მე-11 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.
მასწავლებელმა ეკატერინე მასხარაშვილმა მოსწავლეებთან ერთად „ხევისბერი გოჩა“ განიხილა. მათ ნაწარმოების უცხოურ პარალელებზე იმსჯელეს და ბოლოს ფილმიდან ნაწყვეტები ნახეს.
მე-4 კლასში სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში ჩატარდა.
პედაგოგმა თამარ ბანცაძემ აღსაზრდელებს სხვადასხვა აქტივობა შესთავაზა და საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩართო.