თბილისის N37 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის დაწყება აღნიშნეს  
15-10-2024

თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველკლასელთათვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავია დედაენის  პირველი ფურცლებიდან ანბანის პირველი ასოებისგან შედგენილი „აი იას“ ამოკითხვა.

თბილისის N37 საჯარო სკოლის I კლასში კლასში „ანბანის შემობრძანება“ მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ქართულ ანბანსა და „დედაენის“ შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს. 

„ცეროდენა პირველკლასელები ლექსებით უხდიდნენ მადლობას დიდ იაკობს, სიყვარულით წარმოთქვამდნენ „აი თითს“ და „აი იას“. მათ მიერ შესრულებულმა ნამუშევრებმა ცხადყო, რა დიდი ინტერესით იწყებენ პატარები მშობლიურ ენაზე კითხვასა და წერას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს სასკოლო ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებენ და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203