თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი ზღაპრულ თავგადასავალს ჰგავს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და პატარებს მრავალფეროვან, საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
მთვარო ჭელიძემ პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია და პირველკლასელებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარა
„აი ია“-ს შემობრძანებას ბავშვები დიდი სიხარულით შეხვდნენ და ანბანის სწავლას შემართებით შეუდგნენ. ხოტბა შეასხეს ქართულ დამწერლობასა და „დედაენის“ სახელმძღვანელოს შემქმნელს.
სკოლაში პედაგოგის შემართება და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
„მადლობა, მთვარო ჭელიძეს და წარმატებები პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: