ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია, სკოლის ინტელექტკლუბ „ფენიქსის“ წარმატებული საქმიანობა.
11 ოქტომბერს, დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში ინტელექტკლუბ „ფენიქსის“ (ხელ-ლი: ხ.კიწმარიშვილი) ინიციატივით, გაიმართა 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სერიის პირველი შეხვედრა, რომელშიც ამავე სკოლის მოსწავლეთა ოთხი გუნდი (მე-7,მე-8, მე-9 ,მე-11კლ) მონაწილეობდა.
გამარჯვება დაძაბულ ორთაბრძოლაში წილად ხვდა დებიუტანტ მე-7 კლასის გუნდს - „მომავალი ჩვენია“ (კაპიტანი- გიორგი დუმბაძე).
კლუბი სკოლის ბაზაზე მეექვსე წელია ფუნქციონირებს, აქტიურად თანამშრომლობს სკოლის თვითმმართველობის კლუბთან და დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეთა შორის.
იხილეთ ფოტოები: