გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა.
ახლახან, სკოლა ენების ევროპულ კვირეულს შეუერთდა და ენების ევროპული დღე აღნიშნა.
უცხო ენების კათედრამ, X და XI კლასელი მოსწავლეების მონაწილეობით, ჩაწერა პატარა ვიდეორგოლი სახელწოდებით - „ენები მშვიდობისთვის“. მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი.
მოსწავლეთა პედაგოგები არიან - ირმა ნიჟარაძე, თამო მაღედანი, მანანა ნატროშვილი და თეო ხორგუანი, რომლებიც მოზარდებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებენ.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა.
ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.
იხილეთ ვიდეო: