ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სანტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურია მოეწყო.
11 ოქტომბერს, მე-8დ კლასის (დამრიგებელი კახაბერ ტყეშელაშვილი) მოსწავლეები საგაკვეთილო (ქართულის მასწავლებელი ლია კუხიანიძე) ექსკურსიით სამეგრელოს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღე იყო გალაკტიონისელი, „ელვარე და ლომფერი“, მოსწავლეებმა, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ მომზადებული ინფორმაციები ყველა იმ ადგილზე, რომელიც უნდა ენახათ, ინტერესითა და სიამოვნებით დაათვალიერეს ნოქალაქევი, მარტვილის საკათედრო ტაძარი, ზუგდიდის დადიანების სასახლე.
„მოწაფეები სასახლის ბაღში გაერთნენ და ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მისვლა ცოტა მოუგვიანდათ, მაგრამ მთვარიან ღამით მის მშვენიერ ეზოში ერთად ყოფნა და ღმერთთან ახლოს ყოფნის შეგრძნება დაუვიწყარ განცადად გაჰყვებათ ექსკურსიის მონაწილეებს“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ 11 ოქტომბერი მოსწავლეებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე დღე გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები: