ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოსმოსში ვირტუალურად „იმოგზაურეს“
15-10-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.

ახლახან, სკოლას  პლანეტარიუმი სტუმრობდ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საინტერესო პროგრამით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს მულტფილმი გალაქტიკის სტრუქტურის შესახებ, გაეცნენ მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის შესახებ ინფორმაციას  და მოისმინეს პლანეტების გაჩენის ისტორია.

პროგრამა ასევე მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • დინოზავრები;
  • უძველესი სამყარო;
  • ფრენა მთვარეზე;
  • უცხოპლანეტელები;
  • გალაქტიკის სტრუქტურა;
  • პლანეტების, გალაქტიკებისა და მარტივი პირველი ორგანიზების გაჩენა, სიცოცხლის ევოლუცია დედამიწაზე.

სკოლის დირექტორის - გულნაზ ჭელიძის თქმით, ეს დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო მოსწავლეთათვის.

„მთელი სამყაროს წარმოქმნის ისტორია გადაიშალა ჩვენ თვალწინ. მიხარია და აღფრთოვანებული ვარ ამ საინტერესო სანახაობით პატარა „ობსერვატორიაში“, რომელიც ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში იყო გაშლილი.

მთავარია მოინდომო და ყველაფერი დაძლევადია.

ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე.

იხილეთ ვიდეო
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203