მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ. მეორეკლასელები სპექტაკლს დაესწრნენ და აღფრთოვანებულები დარჩნენ.
ბავშვებმა დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ამ დღეს მიღებული ემოციები მოსწავლეებს დიდი ხნის მანძილზე გაჰყვებათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით და ესთეტიკურ უნარებს ავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: