მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდნენ. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის ფრენბურთში.
ამ ტურნირში სკოლის გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა - მეორე ადგილი. ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
სასკოლო საზოგადოება ამ გამარჯვებას ყველას ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სპორტის მიმართ ინტერესს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები: